სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, აგარის თემში. მდებარეობს მდინარე წინუბნისწყლის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ახალციხიდან 19 კილომეტრი.
წინუბანი, როგორც ჩანს, იყო ხევში უფრო ზემოთ მდებარე, სოფელ გურკელის წინა უბანი, რომელიც შემდეგ ცალკე სოფლად იქცა. აქ ახლაც მოქმედი, ცხელი გოგირდოვანი აბანოა და ამჟამადაც ქართველები სახლობენ (მათი გვარებია: მახათაძე, ჭანკოტაძე, მიქელაძე, კუხიანიძე, ხრიკაძე, მამლიკიძე, ნოზაძე, კაპანაძე, თედიაშვილი, ტაბატაძე. უმეტესობა ხაშურიდანაა გადმოსახლებული). სოფლის მახლობლად, დაახლ. 3 კმ-ზე, ბიეთის ძლიერ დაზიანებული ეკლესიაა (XIV ს. II ნახ.),რომელსაც რესტავრაცია უტარდება 2018 წლიდან.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 241 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
348 |
173 |
175 |
2014 |
241 |
122 |
119 |
|